დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სოფ: ირგანჩაის მოსახლეობასთან
31 იან 2019
 

31 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფელ ირგანჩაიში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

მოსახლეობის მიერ ინიცირებულია სამი პროექტი,  გარე განთების მოწყობა, ერთ-ერთ უბანზე სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, (ქსელის მოწყობის შემდგომ წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 30 ოჯახი) სოფლის ტერიტორიაზე გადასასვლელი ხიდების მოწყობა. პრიორიტეტს წარმოადგეს გარე განათების მოწყობა. 

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3519
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
112
მაი 15 პარ 2026
121