ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, ტარიელ პაკელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ დმანისის N1 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG სიმბოლურ საჩუქრებს, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალურ პრიზებს გადასცემს.შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
სიახლეები
სახელმწიფოს სიყვარულით ანთებული ნიჭიერება - დმანისი საკუთარ შესაძლებლობებს „ეტალონში“ ავლენს
05 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2551
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
229
დეკ 30 ორშ 2024
687
ნოემ 22 პარ 2024
630