დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონფერენცია სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“
21 თებ 2019
 

20 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა.

ღონისძიება, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ღირსშესანიშნაობებზე და არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, რომლებიც საერთაშორისო ტურისტული რუქის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიების, მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის სფეროს, განვითარების ხელშეწყობას და არსებული რესურსის, სწორი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი, მოეწყო მედიატური და ადმინისტრაცია მუდმივად არის მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4865
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
363
ივნ 24 ოთხ 2026
361