სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხელოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმისა და 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №50 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
განკარგულება: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2019 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.