მიმდინარე წლის 10 მარტს, ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "D-ansi დმანისი"- ს ორმა ანსამბლმა (დიდების და პატარების) მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში საქართველოს სპორტული ცეკვების ასოციაცია "GDSA"-ს მიერ ორგანიზებულ სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფესტივალ კონკურსში "STEP BY STEP".
ნანა ანსიანი - სტუდია "D-ansi დმანისი"- ს ხელმძღვანელი
- ფესტივალზე ორივე ანსამბლს ჰქონდა წარმატებული გამოსვლა და კიდევ ერთხელ ასახელეს დმანისი. სტუდია "D-ansi დმანისი"- ს ორივე ანსამბლმა პირველი და მეორე ადგილის მედლები და თასები მოიპოვა.
მადლობას ვუხდი ჩემი და ჩემი დის - ნონა ანსიანის სახელით მხარდაჭერისათვის ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს - ქეთევან ჩხეტიანს.