დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში
12 მარ 2019
 

მიმდინარე წლის 12 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ააიპ" სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან, თემაზე "სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით".

შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი მოადგილესთან ერთად, ააიპ" სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი, ააიპ " საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ონანაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელები.

ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა'', მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ორგანიზაციასთან ერთად - ,,გადავარჩინოთ ბავშვები" ახორციელებს პროექტს ,, საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით" , რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს გაძლიერებას და ბაღების ჩართულობას ამ პროცესში. აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ტრენინგი ბაღებში შედარებითი ანალიზის - ბენჩმარკინგის პროცედურის შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1979
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები