დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
05 აპრ 2019
 

მიმდინარე წლის, 5 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით, კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კონტრაქტორ ორგანიზაციებთან განიხილეს (მშენებელთან, პროექტანტთან და ზედამხედველთან) პროექტებში გამოვლენილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, აღნიშნული შეხვედრა ყოველ პარასკევს, 12:00-საათზე გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3339
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
647
აპრ 07 სამ 2026
877