დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
09 აპრ 2019
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, საჯარო სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მოქალაქეებთან ერთად კულტურისა და დასვენების სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ და მამა გიორგიმ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დაინთო სანთლები.1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3348
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
647
აპრ 07 სამ 2026
877