დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

17 სექტემბერს რუსთავში რუსთავქალაქობის სადღესასწაული ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
19 სექ 2016
 

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს რუსთავში რუსთავქალაქობის  სადღესასწაული ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და ქალაქის მთავარ მოედანზე საკუთარი კუთხე წარმოადგინა. დმანისელებმა მოაწყვეს ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.  სადღესასწაულო პროგრამა ცენტრალურ მოედანზე, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებების პრეზენტაციით დაიწყო. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.  სხვადასხვა პროფესიის დამსახურებული ადამიანები ქალაქის მერმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოეს.

რუსთავში რუსთავქალაქობა-2016 „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6096
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1799
ივნ 24 ოთხ 2026
1796