დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა
15 აპრ 2019
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და არსებული გამოწვევბი განიხილეს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის განვითარება. საუბარი შეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ექსტრემალური ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებს. ქალაქ დმანისში, არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა - ვასილ დაუთაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "ტურისტული პოტენციალის ხედვა". შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი გიდი ბესიკ ჭალიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1958
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები