ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლისა და ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 24 - 25 აპრილს ქალაქ დმანისში იმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის.სპორტული ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორქიაშვილმა გახსნა და სიტყვა გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშვილს.გიორგი ტატუაშვილმა სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა, გაიხსენა სპორტის ოსტატის კორნელი გირგვლიანის ღვაწლი და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კორნელი გირგვლიანის ხსოვნას.ტურნირს ესწრებიან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამშრომლები, კორნელი გირგვლიანის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ტურნირით დაინტერესებული საზოგადოება.ტურნირი დასრულდება მიმდინარე წლის 25 აპრილს, დასასრულს სპორტულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. პრიზიორებს შესაბამისი მედლები, თასები და მადლობის სიგელები გადაეცემათ.
სიახლეები
დეკ 24 სამ 2024
182
დეკ 20 პარ 2024
251
დეკ 30 ორშ 2024
691