დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რუსთავში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება, რომელიც მოემსახურება დმანისს
06 მაი 2019
 

რუსთავში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის დმანისს.ცხოველთა თავშესაფრის აშენება ქვემო ქართლის რწმუნებულის ინიციატივით განხორციელდება, კონცეპტუალური პროექტი სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა მოამზადა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობის დასაწყებად პროექტი უკვე მზად არის. 

თავშესაფარი დაახლოებით 20 000კვმ. მიწის ფართზე აშენდება და დასახლებული პუნქტისგან მინიმუმ -300 მეტრით იქნება დაშორებული. კონცეპტუალური პროექტის შექმნამდე სპეციალური კვლევა ჩატარდა , რომლის დროსაც მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი და მოხეტიალე ცხოველების რაოდენობის პირვანდელი აღრიცხვა მოხდა. თავშესაფარში 120 ვოლიერი მოეწყობა. თითოეულის ფართი 6 კვ. მეტრი იქნება. ტერიტორიაზე 250 ცხოველის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

მოეწყობა საკარანტინე ბლოკი, რომელიც დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია საკარანტინე, სამედიცინო და პოსტოპერაციული ბლოკის გაკეთება. რეგიონის 7ვე მუნიციპალიტეტსვთითოეულს ერთი ერთეული სპეც ავტომანქანა მოემსახურება. 

ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. თავშესაფარში ცხელი ხაზი იმუშავებს.

ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.მისი ოპერირების ფინანსირებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. მშენებლობასა და მის აღჭურვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო, ერთჯერადი კაპიტალდაბანდების თანხა 1 333 144 ლარს შეადგენს. 

„თავშესაფრის მუშაობას, საქართველოს მთავრობის N 345 დადგენილების თანახმად, მონიტორინგს გაუწევს სურსათის ეროვნული სააგენტო.“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3983
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები