მიმდინარე წლის 7 მაისს ა/ო ,,CENN" - მა კიდევ ერთი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტი განახორციელა დმანისის მუნიციპალიტეტში.
ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ და ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის იურისტმა გიორგი ონიანმა, დიდი დმანისის თემის მოსახლეობასთან შეხვდერის დროს, განმარტეს მათი საქმიანობის სფერო, რომელიც წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის კუთხით მუშაობს დმანისში. ისაუბრეს მათ მიერ დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალსა და იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც მომავალი 2 წლის განმავალობაში განახორციელებენ დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მერიის წარმომადგენლები, ,,WASH" საბჭოს წევრები და მერის წარმომადგენელი დიდი დმანისის თემში.