დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯების დღე აღინიშნა.
09 მაი 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯების დღე აღინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ასევე მოინახულეს სოფელ გომარეთში, ამამლოსა და კიზილქილისასი მცხოვრები ომის ვეტერნები, პირადად მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე და საჩუქრად გადასცეს ტკბილეულისა და სასურსათო ნობათის კალათები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით თითოეულ ომის ვეტერანს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა, 250 ლარის ოდენობით.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 3 სამამულო ომის ვეტერანია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1672
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები