ძვირფასო მე –12 კლასელებო, გილოცავთ ბოლო ზარს!
დღეიდან, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე.დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე. მინდა წარმატება გისურვოთ, ყველა მოლოდინი გაგმართლებოდეთ!