დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26 მაი 2019
 

 ️ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების, მუსიკალური სტუდიების და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მოეწყო დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვისა და რეწვის სტუდიების ბავშთა ნამუშევრების გამოფენა.

საბიბლიოთეკო სამსახურმა წარმოადგინა ძველი გამოცემები ახალი წიგნები, გამოიფინა ეთნოგრაფიული მასალა და მოეწყო ყვავილების კუთხე.

ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი.
ტურნირის გამარჯვებულებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - ბადრი სუბარმა გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა - ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.

დამსწრე საზოგადოებას 26 მაისი სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - ბადრი სუბარმა..

ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4284
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
164
მაი 15 პარ 2026
157