დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი
06 ივნ 2019
 

დღეს დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
 „ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გუშინ დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. 
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში ორი დღე მიმდინარეობდა. გუშინ მოეწყო ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.
საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“. ბავშვებისთვის კინოჩვენების შემდეგ გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ანიმაციური ფილმის ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3232
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1825
ივნ 24 ოთხ 2026
1821