დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27 სექ 2016
 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახის’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის   ორგანიზებით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სოფელებში - დიდი დმანისი, ვარდისუბანი, ბოსლებსა და ამამლოში მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების მექანიზმების გააქტიურება,   ქალბატონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა, მათი პრობლემების მოსმენა და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიტანა.

 

ქეთევან მარტიაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელი

 

- დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებებზე ქალთა მონაწილეობა იზრდება, აღნიშნულ შეხვედრებში აქტიურად არის ჩართული დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახი" რათა ვუზრუნველყოთ სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 17 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში გაიხსნა საბავშვო ბაღი, სადაც დასაქმდა ოთხი ადგილობრივი ქალბატონი, აღნიშნული ბაღი ემსახურება როგორც ქართველ, ასევე ეთნიკური უმცირესობის აღსაზრდელებს. (სოფელი ბოსლები, სოფელი აზკაკლიანი) ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღისათვის შეიძინა საჭირო ინვენტარი და იზრუნა იმ პირობის შექმნაზე რაც აუცილებელია ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისათვის.
სოფლის კრებებზე ქალებისა და მამაკაცების მიერ ინიცირებული პროექტები როგორიცაა გზის მოასფალტება, გარე განათების სისტემის აღდგენითი სამუშაოები, სოფელ ბოსლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებს აქვთ სარიტუალო დარბაზები საჭირო აღჭურვილობით. მსგავსი ტიპის შეხვედრები ეტაპობრივად მოეწყობა სხვა სოფლებშიც.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი თამარ ლეთოდიანი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული ,,მერსი ქორფსის’’  „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) წარმომადგენლი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4724
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები