ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა დმანისის მოსახლეობასთან.
2 და 4 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდ დმანისსა და გომარეთში ადგილობრივ მოსალეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ანტიდასავლლური პროპაგანდის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზე და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვლობაზე.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































