დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტნუსში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
18 ივლ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში, 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მანთაშაშვილმა ადგილზე პირადად დაათვალიერეს.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 303 780 ლარს შეადგენს, სამუშაოებს "შპს ტექნომშენ" ჯგუფი ახორციელებს.

გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1505
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები