დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
08 აგვ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან ერთად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგინით შეამკეს.

მემორიალთან, ქ.დმანისის სულთმოფენობის ტაძრის მსახურმა, მამა გიორგიმ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

ადგილზე იმყოფებოდნენ აგვისტო ომის მონაწილეები, გიორგი ჩხვიმიანი და თელმან მანთაშაშვილი.

გმირთა მემორიალთნ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ,ასევე ქალაქ დმანისის მცხოვრებლებმა.

რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1261
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები