დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედნენ
14 აგვ 2019
 

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლების: განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და მათგან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არსებული სიახლეები, მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო, რომელმაც სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა ყურადღება და ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა. 

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლების საკითხს.

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1167
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები