დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
22 აგვ 2019
 

ქვემო ქართლის რეგიონში სამთავრობო გუნდის წევრები, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ, ადგილობრივების საჭიროებებს ისმენენ და არსებული საკითხების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობენ.

შეხვედრების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სოფლების მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.

დღესვე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, პატარა დმანისის მცხოვრებლებს სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცეს და მაღრაძეების ოჯახში, გაზი სიმბოლურად აანთეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი აირი არასოდეს ქონია. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით პატარა დმანისში, ამ ეტაპზე, 60-მდე ოჯახი გაზიფიცირდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა წყალმომარაგების გაუმჯობესაა. ორმოცწყარო-მაშავერას პროექტირების დასრულებისა და სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაიჭრება 40 წლიანი პრობლემა. მუნიციპალიტეტის 19 სოფელი და ქალაქი დმანისი კი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2941
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
652
აპრ 07 სამ 2026
878