დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში განახლდა
16 სექ 2019
 

სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში განახლდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც თითოეულ პატარას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექციამ წარჩინებულ მოსწავლეებს, მოტივაციის ამაღლების მიზნით საზეიმო ვითარებაში სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში აქამდე არ არსებობდა.

მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის დირექციამ საზეიმო ღონისძიებით მიულოცა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისაუბრეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

დმანისის მუნიციპალიტეტში 230 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელებს ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად პორტატული კომპიუტერებიც გადაეცათ.

ბუკებში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და თამაშები, რაც ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2975
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
195
მაი 15 პარ 2026
195