დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ დმანისში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
19 სექ 2019
 

ქალაქ დმანისში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში, ნანა დედოფლის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2020 წლიდან მოემსახურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის შენობა გათვლილი იქნება სამ ბრიგადაზე, რომელსაც ექნება კეთილმოწყობილი ეზო, ავტოსადგომი და გამწვანება.

პროექტი დასრულდება 2020 წლის 30 იანვრამდე, სამუშაოებს შპს „დაჩი ჯგუფი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება 383 953 ლარს შეადგენს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2276
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები