დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში გარე განათების ბოძებზე 50 ვატიანი LED სანათების მოწყობა დასრულდა.
სულ მოეწყო 667 სანათი, სამუშაოების ღირებულებამ კი 586,329 ლარი შეადგინა.
გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
საჭიროებიდან გამომდინარე, გარე განათების ნათურები ეტაპობრივად იცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემებს აწესრიგებენ
21 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2220
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
229
დეკ 30 ორშ 2024
687
ნოემ 22 პარ 2024
630