დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
12 ნოემ 2019
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან - ბადრი სუბართან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან - პაატა ყულიაშვილთან და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან - თემური ტატულაშვილთან ერთად ესწრებოდა.
სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა სადაც განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი.
მერის მრჩეველთა საბჭო დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 10 ადამიანის შემადგენლობით (ხუთი კაცი, ხუთი ქალი) არის დაკომპლექტებული.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.
მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2911
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
168
მაი 15 პარ 2026
169