დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში შეხვედრის დროს, მოსახლეობის მიერ დასახელებულ საჭიროებას სოფელში გასართობი სივრცის მოწყობა წარმოადგენდა.
სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები.
აქტიურად მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სკვერის რეაბილიტაციისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია ტიპის კომბინირებული(მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი), ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი. მოედანი დაიყოფა ორ, სამაყურებლო და სათამაშო ზონად.
პროექტის ღირებულება 528`034.00, სამუშაოები დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა სოფელ ვარდისუბანში მიმდინარე წლის ბოლოდე დასრულდება
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოაგდენს, დმანისში გასართობ რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.