დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10 დეკ 2019
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა ოთახისა და მუნიციპალიური გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან ძალადობის პრევენციის მიზნით, ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ, სახელმწიფოში არსებული დამცველობითი მექანიზმების შესახებ, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა არსებული საკითხის მიმართ.
დისკუსიის პარალერულად, მშობლების თანხმობით და ახალგაზრდების სურვილით, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხატვის სტუდიმ, ავთანდილ ნარსავიძის ხელმძღვანელობით აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით სახეზე მოხატვა შეასრულა.
ღონისძიება დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დმანისის ფილიალის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1924
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები