დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ გომარეთში ახალი დასასვენებელი სკვერი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გახსნა.
თანამედროვე სტანდარტების სკვერი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სკვერში ასევე განთავსდა დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.
პროექტის ღირებულება შეადგენს 490444 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყო თანამედროვე დასავენებელი სივრცე, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ გარემოში. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის- გიორგი ტატუაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება მხატვრული კომპოზიციებით, ცეკვით და სიმღერით გაალამაზეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებმა და ხელმძღვანელებმა.
სპორტულ მოედანზე საჩვენებელი საფეხბურთო თამაში გაიმართა, გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის მერმა სიგელები და თასი გადასცა. ღონისძიების დასასრულს ტორტი გაიჭრა.
დასასვენებელი სკვერისა და სპორტული მოედნის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ გომარეთის მოსახლეობა.
სიახლეები
გომარეთში სკვერი და სპორტული მოედანი საზეიმოდ გაიხსნა
16 დეკ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2575
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
40
ნოემ 14 ხუთ 2024
341
ნოემ 12 სამ 2024
461
ნოემ 08 პარ 2024
515
ნოემ 01 პარ 2024
723
ოქტ 31 ხუთ 2024
625