დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
01 იან 2020
 

დმანისში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და სტუდიები.

ახალი წლის შემობრძანება დმანისსა და სრულიად საქართველოს სცენიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ მიულოცეს.

ღონისძიება დასრულდა მრავალჟამიერითა და გრანდიოზული ფოიერვერკით.

"გილოცავთ 2020 წელს!

გისურვებთ სიმშვიდეს, სიხარულს, ბედნიერებას, ბარაქას, სითბოსა და

სიყვარულს! ახალი წელი - ტკივილის, დარდისა და მწუხარების დავიწყების პერიოდია. ესის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც დაკავშირებულია ახალიდეებთან, მიზნებთან, მისწრაფებებთან და მოლოდინებთან; რაც ყველაზე მთავარია, ახალი წელი, ადამიანებს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს და მომავლის იმედს სძენს. ვისურვებდი, რომ დამდეგი წელი, წინა წელთან შედარებით, ყოფილიყოს უფრო მეტად პოზიტიური, წარმატებული, საქმიანი და სიკეთით აღსავსე.

მჯერა, რომ ჩვენი ერთობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით,

მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით დმანისის ნათელ

მომავალს შევქმნით.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

კეთილი სურვილებით, სიყვარულითა და პატივისცემით,

გიორგი ტატუაშვილი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი"

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2855
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
646
აპრ 07 სამ 2026
877