დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრო.
საშობაო ლიტურგია, დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა, დიონისე გვიმრაძემ და მამა გუარამმა აღავლინეს.
"7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
დმანისსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ. გისურვებთ სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სიყვარულს. ჩვენს გულებშიც შობილიყოს კაცობრიობის მაცხოვარი თავისი ნათლითა და მადლით!
პატივისცემით
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი"
სიახლეები
გიორგი ტატუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იან 2020
მნახველთა რაოდენობა: 1695
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
210
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622