დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს
17 თებ 2020
 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, 2018 წლის პირველი აპრილიდან სამეგრელოში, ხოლო 2019 წლიდან სხვა რეგიონებშიც, პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით.
პროცესში დმანისის მუნიციპალიტეტი 2019 წლის სექტემბრიდან ჩაერთო. დასასკრინი ბენეფიციარების რაოდენობა 2019-2020 წლებში შედაგენს 10800.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იქნა 18900 ლარი. (დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 სექტემბრის N58 08 08 განკარგულება პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის 2019-2020 წლების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ).
დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაკონტრაქტდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სოფლის ექიმის სერვისის მიმწოდებელი 10 ოჯახის ექიმი და ერთი კლინიკა.
თბილისის დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული იქნა სკრინინგისთვის აუცილებელი ტესტ-სისტემები და სახარჯი მასალა, რაც უფასოდ გადაეცათ ოჯახის ექიმებს.
დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კოორდინირებას უწევს აღნიშნულ პროცესს. თითოეულ ექიმს გაეწია პრაქტიკული დახმარება, როგორც თვით ანალიზების ჩატარების პროცესში, ასევე ელექტრონულ სისტემაში ატვირთვასთან და საანგარიშო ფორმების შევსება-წარმოებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 14 თებერვალს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გავიდა ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც ჩატარდა C ჰეპატიტის სკრინინგი. დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან გამოვლინდა აქტიური ჩართულობა, ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1337
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები