დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან: ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სოფელში სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა, აღნიშნული საკითხით დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი დაინტერესდა და სამომავლოდ მის განხორციელებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსი - თემური ზურაბიშვილი და ირგანჩაის წარმომადგენელი აჟდარ ახმედოვი იმყოფებოდნენ.