პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იქნა 18900 ლარი. (დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 სექტემბრის N58 08 08 განკარგულება პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის 2019-2020 წლების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ).როგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 850 მოქალაქეს ჩაუტარდა.აქციას დიაბეტის პრევენციის პროექტის ფარგლებში შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის დმანისის ფილიალი.სკრინინგი ჩაუტარდა 46 მოქალაქეს.
სიახლეები
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
206
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
620