დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტი 1243 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა, პროექტის ღირებულებამ 956 124 ლარი შეადგინა.
ინფრასტრუქტურული პროექტი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ენკამ" განახორციელა.
შესრულებული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.