დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დისტანციური სწავლება დაიწყო
07 აპრ 2020
 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დისტანციური სწავლება დაიწყო, რომლის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ონლაინ ჯგუფები, სადაც აღსაზრდელებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გათვალისწინებით, ყოველდღიურად მიეწოდებათ საგანმანათლებლო მასალა.

ნინო ომიაძე - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი

- აღნიშნული აქტივობების მიზანია მშობელთა ჩართულობით აღსაზრდელთა დროის ეფექტური გამოყენება.

პროცესი მხიარულად მიმდინარეობს, აღსაზრდელები მშობლებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი ყოველდღიურ აქტივობებში, ქმნიან ნამუშევრებს, სწავლობენ ლექსებს და შემდგომში სურათის ან ვიდეოს სახით უზიარებენ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3677
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1822
ივნ 24 ოთხ 2026
1819