საკონსულტაციო ცენტრის გახსნისას ლენტი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა-რაჟდენ კუპრაშვილმა, დმანისი წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა-კახა ოქრიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა გაჭრეს.
აღნიშნულ ცენტრში დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ.
საკონსულტაციო ცენტრის იურისტი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიული კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.
გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა იურისტ-კონსულტანტი ლალი ალუდაური, რომელიც ასევე მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტია და მისი მუშაობის გრაფიკიც გააცნო.
რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: „ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. , წელს უკვე რიგით მეოთხე საკონსულტაციო ცენტრი დმანისში და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები, როგორიცაა დახმარება მიწის რეგისტრაციაში, საბანკო სესხების, მემკვიდრეობის, სოციალური დახმარებების მიღებაში და ა.შ“.
გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მერი: დმანისის მუნიციპალიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნაში. ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით შენობა და დარწმუნებული ვარ, დმანისის მოსახლეობა ნამდვილად ისარგებლებს უფასო სამართლებრივი დახმარებით.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა.
იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
სიახლეები
15 ივლისს, დმანისში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
16 ივლ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2094
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
204
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
618