დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვია
24 ივლ 2020
 

ახალგაზრდობის სააგენტომ, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონული ტურნე გამართა და 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვია. დღეს, ბოლო მე -11 შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშვილს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირვ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ მიმართულებით უკვე გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელადაა განსახორციელებელი.
სააგენტოს რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისი ის საპილოტე მუნიციპალიტეტია, რომელშიც ახალგაზრდობის საჭიროებებზე დაფუძნებით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ამ პროცესის კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილში კი საპილოტე მუნიციპალიტეტების, მათ შორის დმანისის ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშვე შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები, რომელთა გადამზადებას სააგენტო 4 ეტაპად ახორციელებს.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვია, დღეს ბოლო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიამრთა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2026
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები