დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
23 სექ 2020
 

როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, ქალაქ დმანისის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები ახლახანს დაიწყო და რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები (ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში) მიმდინარეობს.
"პროექტი, რომლის ღირებულება 2092663 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. აღნიშნულ პროექტს ექნება დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით, რაც გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
სარემონტო სამუშაოები დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე შეაფასა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3834
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
167
მაი 15 პარ 2026
164