დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ დმანისში რამდენიმე ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
27 ნოემ 2020
 

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტურქურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტურქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

ამ ეტაპისთვის, ქალაქ დმანისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, ესენია: წმინდა გიორგის ეკლესიასთან სასაფლაოს გზის რეაბილიტასია(318მ), 9 აპრილის ჩიხი N26(45მ), აპრილის ქუჩა, N40ა(82მ), გამსახურდიას ჩიხი(116მ), გულისაშვილის ქუჩა(77მ), ქეთევან დედოფლის ქუჩა(336მ), ჭავჭავაძის ქუჩა(209მ) სიონის ქუჩის მე-2 ჩიხი(209მ).

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციამდე გზა ამორტიზებული იყო, რაც გაადგილებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა. პროექტის ფარგლებში, ჯამში 1 395 მეტიან გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 895 500 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუშაოებს ახორციელებს შპს „გლობალჰაუსი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1869
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები