დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისელი წარჩინებული მეათეკლასელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერებით დაასაჩუქრა
03 ნოემ 2016
 

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ბელა ტატუაშვილი - დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი

- რამდენიმე წელია ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ და ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა საბაზისო საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დმანისელი 6 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა ,,Lenovos'' ბრენდის პერსონალური კომპიუტერით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და წარჩინებულ მოსწავლეთა ოდენობაც ყოველწლიურად მატულობს.
კომპიუტერების გადაცემის დასრულების შემდეგ წარჩინებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, რესურსცენტრის ხელმღვანელმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6307
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები