მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსწავლეთათვის კომფორტული სასწავლო პირობების შექმნა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის 9 სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდა, ესენია სოფელ: სარკინეთის, მაშავერას, იაღუფლოს, კამარლოს, იფნარის, ზემო ოროზმანის,დაგარახლოს, ზემო კარაბულახისა და კიზილაჯლოს საჯარო სკოლები.
პროექტის ფარგლებში სარკინეთის, მაშავერის, იაღუფლოს, კამარლოს, ზემო ოროზმანის, ზემო კარაბულახის, იფნარისა და დაგარახლოს სკოლებს ჩაუტარდათ ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის ფარგლებში გათბობის სისტემები, გადახურვა და მსანიტარული კვანძები მოეწყო. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშოაები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.
2020 წელს საჯარო სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 707 666.48 ლარს.
საჯარო სკოლებში განხორციელებული პროექტები
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთის სკოლის შენობის ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. მაშავერას საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია (საპირფარეშოს მიშენება გარე ქსელები)
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. იაღუფლოს სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. კამარლოს სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშოები
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. იფნარის სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშოები
- დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ.ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ.დაგარახლოს სკოლის სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები
- დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზემო კარაბულახის სკოლის სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები
- სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია