დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული პროექტები
23 დეკ 2020
 

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 57 სოფელში,  64 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა.

39 სოფელში

  • ქვემო და ზემო ოროზმანი, მთისძირი, ქარიანი, შახმარლო, კამარლო, ველისპირი, სარკინეთი, ლოქჭანდარი, კამიშლო, გუგუთი, ბოსლები, დიდი დმანისი, ირგანჩაი, საკირე, იაღუფლო, პანტიანი, შინდლარი, ანგრევანი, საფარლო, მამიშლო, ბაზაქლო, ამამლო, აზ.კაკლიანი, კიზილქილისა, ქვემო და ზემო კარაბულახი, მამიშლარი, ძველი და ახალი გოდაგდაგი, მაშავერა, ტნუსი, დაგარახლო, საჯა, ორმაშენი, კიზილაჯლო, იფნარი, დალარი, ვაკე- განხორციელდა გარე განათების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტები

12 სოფელში 

  • გორა, განახლება, ქარიანი, ბახჩალარი, გომარეთი, მამულო, სოგუთლო, პირველი და მეორე სალამალეიქი, ახა, უსეინქენდი, ტყისპირი-  განხორციელდა წყლის სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

4 სოფელში

  • ვარდისუბანი, უკანგორა, ქართული კაკლიანი, ქცია, განხორციელდა გზის მოხრეშვისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

3 სოფელში

  • პატარა დმანისი, განთიადი, ჯავახი- მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სკვერებს. სოფ. ვარდისუბანსა და სოფ. ჯავახი- მოეწყო საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ვარდისუბანში, ასევე  მოეწყო მოსაცდელი.

ჯამში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პოექტების ღირებულება შეადგენს 1 135 911 ლარს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3992
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
157
მაი 15 პარ 2026
152