დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1 მარტს, ქალაქ დმანისის N1 ახლადრეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.
01 მარ 2021
 

1 მარტს, ქალაქ დმანისის N1 ახლადრეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახლადრეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად მოინახულა და აღსაზრდელებს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.

გახსნას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა, საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი.

" სასწავლო პროცესი ჩვენმა პატარებმა სრულიად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში დაიწყეს, რაც მათ ძალიან უხარიათ, როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, დმანისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ აღზრდას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, COVID19-ის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით ვახორციელებთ. მთავრია ჩვენი პატარები რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.

პროექტი, რომლის ღირებულება 489912 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები.

აღნიშნულ პროექტს ექნება დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით რაც გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4314
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
157
მაი 15 პარ 2026
152