დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან
02 მარ 2021
 

ახალგაზრდობის სააგენტომ, დმანისის მუნიციპალიტეტში, შეხვედრა გამართა, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვია, შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალაგზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა.

მიმდინარედ აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, დმანისის მუნიციპალიტეტში, მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალაგზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ახალგაზრდობის სააგენტომ დმანისის ახალაგზრდულ ცენტრში მცირე სივრცე, პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალაგზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3387
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876