დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1989 წლის 9 აპრილს, განვითარებული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა
09 აპრ 2021
 

დმანისელებმა დღეს ტრადიციულად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენესდა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, 1989 წლის 9 აპრილს, განვითარებული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის აღსაზრდელებმა შეასრულეს პატრიოტული ლექსები, გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი, მამა გიორგიმ გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მიცვალებულთა პარაკლისი გადაიხდა.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2006
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები