დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე სოფელ გომარეთში მშობლიურ სკოლას ესტუმრნენ
09 ნოემ 2016
 

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი ბარბაქაძესთან ერთად მშობლიურ სკოლას სტუმრობდა, სადაც ღია გაკვეთილის ფორმატში გომარეთელ ახალგაზრდებთან ერთად შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ისაუბრეს. პოემის განხილის პროცესში მოსწავლეებმა ყურადღება მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე გაამახვილეს და თემასთან დაკავშირებით მხარის გუბერნატორის მოსაზრებები მოისმინეს. გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში საუბარი შეეხო აგრეთვე პერსონაჟთა ხასიათის თავისებურებების განმსაზღვრელ აპექტებს. მოსწავლეებმა პაატა ხიზანაშვილთან ერთად იმსჯელეს პოემის მთავარი იდეის, მეგობრობისა და მიჯნურობის შესახებ და მეთორმეტე საუკუნეში შექმნილ ნაწარმოებსა და დღევანდელ რეალობას შორის პარალელები გაავლეს.
ღია გაკვეთილის დასასრულს რეგიონის პირველმა პირმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე დღეს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლაში ,,სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობის პროცესს რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად. 
პროექტის მიზნებია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლე ახალგაზრდობის ფართო მასების სპორტში ჩაბმა სპორტული აქტივობების დხამარებით, მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური სრულყოფა, სხარტი აზროვნების ჩამოყალიბება ახალგაზრდების შესაძლებლობების, ნიჭის და სხვადასხავა უნარების გამოვლენა კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევების გამოვლენის გზით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში პროექტ „სახალისო სტარტების“ საპილოტე აქტივობები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4793
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები