დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნუ წაართმევ ბავშვობას“
01 ივლ 2021
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება, მისი გამომწვევი მიზეზები, არსებული გამოწვევები, შესაბამისი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ამ ტიპის დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები.

საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ მომართვიანობის გაზრდა.

მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში.

შეხვედრას უძღვებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები : მარიამ ურმაშვილი და თეა გალახვარიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1605
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები