დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.
27 სექ 2021
 

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით,   ქალაქ დმანისში არსებული ომში დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ დაღუპულთა სულის  მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა. 

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3250
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
132
მაი 15 პარ 2026
127